fbpx
საბერძნეთი

დღეიდან სამოგზაუროდ კოვიდ-19-ის მწვანე ციფრული სერთიფიკატი ამოქმედდა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, დღეიდან ევროკავშირის მასშტაბით მწვანე ციფრული სერთიფიკატი შედის ძალაში, სამოგზაუროდ. აღნიშნული საბუთი ხელს შეუწყობს უსაფრთხო და მარტივ გადაადგილებას ევროპაში და ეს ყველაფერი 1 ივლისიდან აქტიურდება.

სერთიფიკატის გამოყენება უკვე დაიწყო რამდენიმე ქვეყანაში და ევროკავშირის მილიონობით მოქალაქე სარგებლობს მარტივი გადაადგილებით.

სერთიფიკატზე დატანილია ყველა ის ინფორმაცია, რომელიც საჭიროა საზღვრის კვეთისას, თქვენს ვაქცინაციასთან, PCR ან Rapid ტესტთან ან ანტისხეულების ტესტთან დაკავშირებით.

საბერძნეთში უკვე ასეთი 850.000 სერთიფიკატია გაცემული და მათი გამოყენება შესაძლებელი იქნება მომდევნო 12 თვის მანძილზე.

საბუთს აქვს QR კოდი, რომლის შემოწმება შესაძლებელი იქნება როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო და სახმელეთო გადაადგილებისა და მოგზაურობისას.

 

onalem

ტესტ