fbpx
საბერძნეთი

ყურადღება! 6 ნოემბრიდან მაღაზიებში, სალონებში, ბანკებში შესვლა მხოლოდ ტესტის უარყოფითი პასუხით ან ვაქცინაციის სერთიფიკატით

საბერნეთის მთავრობამ გადაწყვეტილებები მიიღო და შემზღუდველი ზომები, რომლებიც 6 ნოემბრიდან შედის ძალაში, საკმაოდ მკაცრია მათთვის, ვინც არ არის ვაქცინირებული.

კერძოდ, მოსახლეობის არავაქცინირებული ნაწილისთვის სავალდებულო ხდება სწრაფი ტესტის (Rapid Test) გაკეთება სილამაზის სალონებში, ბანკებში, საჯარო სამსახურებში, მაღაზიებში (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები და ა.შ.) და გასართობ დაწესებულებებში შესასვლელად, ასევე, კაფეებისა და რესტორნების სტუმრობისას.

რაც შეეხებათ დასაქმებულებს, რომლებიც ამ დრომდე არ არიან აცრილნი, ექნებათ ვალდებულება, გაიკეთონ სწრაფი ტესტი კოვიდ-19-ზე კვირაში ორჯერ, ერთის ნაცვლად. ეს ეხებათ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში დასაქმებულებს და საფასურიც თავად უნდა დაფარონ.

რა თქმა უნდა, გამონაკლისია სუპერმარკეტები, მინიმარკეტები, ხორცის მაღაზიები, საცხობები, ეკლესიები, ზოგადად, ნებისმიერი მაღაზია, სადაც პირველადი საჭიროების ნივთები იყიდება. ამ დაწესებულებებში კვლავ თავისუფლად იქნება შესაძლებელი შესვლა, განურჩევლად იმისა, ხართ თუ არა აცრილი კორონავირუსზე.

დღეს საბერძნეთში რეკორდული რიცხვი დაფიქსირდა – გამოვლინდა 6.700 ინფიცირებული.

 

onalem

ტესტ