fbpx
საზოგადოება

თესალონიკი: 6 წლის ბავშვი მე-4 სართულიდან გადმოვარდა და მოხუც მამაკაცს დაეცა

თესალონიკში, კერძოდ კორდელიოში, დღეს შუადღეს მომხდარმა შემთხვევამ თვითმხილველები შეძრა. ირკვევა, რომ 6 წლის გოგონა კორპუსის მე-4 სართულიდან გადმოვარდა და მოხუც მამაკაცს დაეცა.

როგორც ისინი ამბობენ, ბავშვი რომ მამაკაცს არ დასცემოდა, ისეთ დაზიანებებს მიიღებდა, რომ ადგილზე დაიღუპებოდა. თუმცა, პარალელურად, სასწაულად დაემთხვა, რომ სწორედ იმ დროს გზაზე ექიმი მიდიოდა და გოგონას პირველადი დახმარება გაუწია, რაც იმ მომენტისთვის გადამწყვეტი იყო.

ერთ-ერთი ქალბატონი ამბობს, რომ ბავშვს თვალები ცუდ მდგომარეობაში ჰქონდა და პირიდან სისხლი მოსდიოდა. ექიმმა მას გულზე მასაჟი გაუკეთა და არ მისცა საშუალება გონება სრულად დაეკარგა.

გოგონა დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ექიმები მის მდგომარეობას აფასებენ როგორც მძიმეს. თვითმხილველები ასევე ამბობენ, რომ რომ არა ექიმი, ბავშვი ვერ იცოცხლებდა.

არსებული ცნობებით, ბავშვის დედა მეორე შვილის ბაღიდან წამოსაყვანად იყო წასული, ხოლო გოგონა აივნიდან ქოლგის აღებას ცდილობდა და ამ დროს გადმოვარდა.

onalem

ტესტ