fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პოლიცია ძლიერდება – პატრულირება 264 ახალი მანქანით

საბერძნეთის პოლიცია კრიზისულ პერიოდში მუშაობას აძლიერებს. პატრულირების გასახშირებლად სამართალდამცველებმა მიიღეს 264 ახალი მანქანა, რომლითაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში უსაფრთხოებას გააკონტროლებენ.

პოლიცია უნდა იყოს მზად ნებისმიერი რეაგირებისთვის, სწორედ ამიტომ ოფიცრების მოძრაობა გახშირდება. კერძოდ, მანქანები ნაწილდება შემდეგ რეგიონებში:

90 ატიკის რეგიონში

42 სტერეას რეგიონალურ განყოფილებაში

37 აღმოსავლეთ მაკედონიისა და თრაკის განყოფილებაში

34 დასავლეთ მაკედონიაში

26 იონიის კუნძულების განყოფილებებში

20 ეპირუსში, ხოლო 20 ჩრდილოეთ ეგეოსის კუნძულებზე.

შეგახსენებთ, რომ სააღდგომო დღეებში მაქსიმალურად იზღუდება მოსახლეობის გადაადგილება სოფლების მიმართულებით. განსაზღვრულია 300 ევროიანი ჯარიმა და სანომრე ნიშნების ჩამორთმევა. ასევე, იძულებით დაბრუნება თავდაპირველ ადგილსამყოფელში.

onalem

ტესტ