fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

კრეტა: მშობლებმა 8 წლის ბიჭი საპირფარეშოში ჩაკეტეს და სახლიდან წავიდნენ

როცა ადგილზე პოლიცია მობილიზდა, ოფიცრებს მომხდარის დაჯერება უჭირდათ. ინციდენტი კრეტაზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მშობლებმა საკუთარი 8 წლის შვილი საცხოვრებლის გარეთ მდებარე საპირფარეშოში ჩაკეტეს და სახლი დატოვეს.

ბავშვმა, ცხადია, ყვირილი დაიწყო და გამვლელებს ხმა მიაწვდინა. მათ კი პოლიცია გამოიძახეს და მცირეწლოვანი ბიჭი საპირფარეშოდან გამოიყვანეს.

ორივე მშობელი ბავშვის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების ბრალდებით დააკავეს.

onalem

ტესტ