fbpx
კრიმინალისაზოგადოება

პატრასი: 18 წლის ბიჭი 14 წლის გოგონას ინტერნეტით დაუახლოვდა, შემდეგ კი გააუპატიურა

ამბავს, რომელიც 14 გოგონასა და მის ოჯახს დაატყდა თავს, შეიძლება ნამდვილი კოშმარი ეწოდოს. როგორც ცნობილია, 18 წლის ბიჭმა აღნიშნული 14 წლის გოგონა ინტერნეტის საშუალებიც გაიცნო, შემდეგ სახლში დაპატიჟა და გააუპატიურა.

გოგონა პოლიციასთან საუბრისას ამბობს, რომ მას ბიჭი ინტერნეტში რამდენიმე დღის განმავლობაში სწერდა, საბოლოოდ კი სახლში მისვლა შესთავაზა. მისი თქმით, ის ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა, ბიჭმა, ფაქტობრივად, აიძულა, სახლში მისულიყო და შემდეგ გაეუპატიურებინა.

გოგონას მშობლებისა და ნათესავების განცხადების საფუძველზე, 18 წლის ბიჭი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.

პოლიციის განცხადებაში წერია: ”საბერძეთის პოლიციამ გუშინ, შუადღეს ქალაქ პატრასში 18 წლის ბიჭი დააკავა, რომელსაც 14 წლის გოგონას გაუპატიურება ედება ბრალად. ბიჭი სოციალური ქსელის მეშვეობით რამდენიმე დღე ეკონტაქტებოდა გოგონას. მისი თქმით, ის ბიჭის სახლში მივიდა, მან კი ფსიქოლგიური ზემოქმედებით აიძულა მასთან სქესობრივი კონტაქტი დაემყარებინა. პოლიციას მომხდარის შესახებ მსხვერპლის ნათესავმა მეორე დღეს, დილით შეატყობინა. შუადღეს დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებული და დაკავებული იყო პატრასის პოლიციის მიერ.” 

onalem

ტესტ