fbpx
კრიმინალი

თესალონიკი: პოლიციამ ორი პირი ქურდობისა და იარაღის შენახვისთვის დააკავა

საბერძნეთის პოლიციამ კორდელიოს ტერიტორიაზე ორი პირი, 37 და 26 წლის საბერძნეთის მოქალაქეები დააკავა. აყვანილია მათი 34 წლის თანამონაწილეც.

მათ ბრალად უამრავი ქურდობა და შეიარაღებული ძარცვა ედებათ. პოლიციის გამოძიებით, სამმა კრიმინალმა ბოლოს ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი ბინა 27 ივლისს გაძარცვა, წაიღეს თანხა და ძვირფასეულობა.

საბერძნეთის პოლიციამ ოპერაცია ერთ-ერთი საწყობიდან დაიწყო, სადაც 37 წლის დამნაშავე ცხოვრობდა, აქედან ამოღებულია ორი პისტოლეტი და ერთი სანადირო თოფი, ამასთანავე, 26 წლის მამაკაცის სახლში, რომელიც კოდელიოში ცხოვრობდა, პოლიციამ ორი დანა, 5 მოპარული მობილური ტელეფონი, ელექტრონული მოწყობილობები და დიდი რაოდენობით სხვადასხვა ვალუტა აღმოაჩინა. ასევე ნაპოვნია ინსტურუმენტები, რისი საშუალებითაც ისინი სახლებს ხსნიდნენ და შიგნით შესვლას ახერხებდნენ.

37 წლის მამაკაცმა მანქანით გაქცევა სცადა, თუმცა, პოლიციამ ის მალევე იპოვა და დააკავა.

ყველა მათგანი თესალონიკში, პროკურორის წინაშე წარსდგება. პოლიცია ცდილობს დაადგინოს, ჰყავთ თუ არა მათ კიდევ სხვა თანამონაწილეები.

onalem

ტესტ