fbpx
კრიმინალი

აგიოს პანტელეიმონას: 74 წლის მამაკაცმა ცოლ-ქმარს მათი შვილების თვალწინ ცეცხლი გაუხსნა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა აგიოს პანტელეიმონას ტერიტორიაზე მოხდა, სადაც 74 წლის მამაკაცმა ცოლ-ქმარს ცეცხლი გაუხსნა. გარდაცვლილია მამაკაცი, ხოლო ქალი მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოში რჩება.

როგორც ირკვევა, ისინი მეზობლები იყვნენ, გასულ ღამეს ერთად იყვნენ გასული გასართობად და სახლში გვიან დაბრუნდნენ. მოხუცს დიდი რაოდენობით ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული და ცოლ-ქმარს კამათი დაუწყო, ამტკიცებდა, რომ სასმელში რაღაც ჩაუყარეს და სწორედ ამის გამო ჯერ 50 წლის მამაკაცს ესროლა და სასიკვდილოდ დაჭრა, ხოლო შემდეგ ქალის მისამართით გახსნა ცეცხლი და მძიმედ დაჭრა.

რაც ყველაზე ტრაგიკულია, ინციდენტს შეესწრო ცოლ-ქმრის სამი შვილი, რომელთა ასაკიც 11-დან 14 წლამდეა.

74 წლის მამაკაცი დაკავებულია, ხოლო დაჭრილი ქალბატონი გენიმატას სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ცნობებით, ცოლ-ქმარი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

onalem

ტესტ