fbpx
საბერძნეთი

დრამატული ვითარება ვოლოსში – ქალაქის ცენტრიდან ხალხის ევაკუაცია ამ წუთებში!

უახლესი ინფორმაციით, ვოლოსში დრამატული ვითარებაა და ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს პირდაპირ ქალაქის ცენტრიდან. ახილეას ბეოსი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას სიფრთხილისკენ და ამბობს, რომ ეს ფენომენი წინაზე უფრო უარესია.

სამაშველო სამსახურში შედის ზარები დახმარების თხოვნით – წყალი იმ დონეზეა ასული, რომ ოჯახები სახლების დატოვებას ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად.

ჩანს, რომ ხალხი მომწყვდეულია არა მხოლოდ სახლებში, არამედ მანქანებშიც.

თითქოს ყველაფერი მეორდება, წვიმა არ წყდება, ქუჩები და გზები კი, წყალმა დაფარა, საუბარი აღარ არის სარდაფებში მდებარე სახლებზე.

onalem

ტესტ