fbpx
საბერძნეთი

“რაც უნდა გაეკეთებინა მოქალაქეს, ამ ოფიცრებს არაფერი ამართლებთ. ეს სირცხვილია!” – ნეა სმირნის კადრებმა თავად პოლიციელები გააოგნა

დასავლეთ ატიკის პოლიციელთა გაერთიანების გენერალურმა მდივანმა, სპილიოს კრიკეტოსმა გუშინ ნეა სმირნიში დაფიქსირებულ კადრებთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა. კრიკეტოსმა დაგმო გავრცელებული კადრები და ოფიცრების ქცევა.

“არ ვიცი, რა მოხდა მანამდე და არც მაინტერესებს. იმ კადრებზე ვისაუბროთ, რომლებიც გავრცელდა. ეს არის აბსოლუტურად ყველა პოლიციელის შერცხვენა და შეურაცხყოფა. ჩვენი მისია არ არის ეს. ჩვენი მისიაა ხალხის გვერდით დგომა. რაც მოხდა, დიდი სირცხვილია. ეს არ არის პოლიცია, ესენი არიან არამზადები. 

ჩვენც გვყავს ბავშვები, რომლებიც შეიძლება გარეთ გავიდნენ და SMS-ის გაგზავნა დაავიწყდეთ. ამის გამო არ გამოვეკიდებით მათ. ამ ყველაფერში დამნაშავეები არიან პოლიციელთა ხედამხედველებიც.

რაც უნდა გაეკეთებინა მოქალაქეს, ამ ოფიცრებს არაფერი ამართლებთ. როდესაც ადამიანი პოლიციელს ხედავს, უსაფრთხოებას უნდა გრძნობდეს და არა შიშს. დაფიქრდნენ, თუ რას იზამდნენ იმ შემთხვევაში, ამ ადამიანის ადგილას მათი შვილი რომ ყოფილიყო,” აცხადებს კრიკეტოსი.

onalem

ტესტ