fbpx
საბერძნეთი

უამინდობა და სერიოზული ზარალი კრეტაზე – მაშველებმა სამი ბავშვი გადაარჩინეს

ბერძნული მედია ავრცელებს კადრებს, თუ რა ვითარებაა კრეტაზე, სადაც უამინდობამ სერიოზული ზარალი გამოიწვია. დატბორილია საკმაოდ დიდი ტერიტორია, რამდენიმე სოფელში ძლიერმა, გადაუღებელმა წვიმამ დიდი ზიანი მოიტანა.

სახანძრო სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, მოერიდონ მანქანებით გადაადგილებას. ირკვევა, რომ მაშველებმა სამი მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინეს და ოპერაცია საკმაოდ დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული.

გზები მდინარეებად არის ქცეული და როგორც ადგილობრივები აცხადებენ, რაც უფრო მეტი დრო გადის, წყალი მით უფრო მაღლა იწევს და სიტუაცია რთულდება.

იხილეთ კადრები:

onalem

ტესტ