fbpx
საბერძნეთი

მომდევნო 10 დღის მანძილზე საბერძნეთში ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, აგვისტოს მიწურულს საბერძნეთში კვლავ მაღალი ტემპერატურა გველის და როგორც ჩანს, მომდევნო 10 დღის მანძილზე ჰაერის ტემპერატურა 38-დან 40 გრადუსამდე იმერყევებს.

თბილი ჰაერის მასები ქვეყანაში აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვიდან შემოიჭრება და ტემპერატურა საშუალოდ იქნება 2-დან 5 გრადუსამდე უფრო მაღალი, ვიდრე ეს სეზონისთვის არის დამახასიათებელი. ტემპერატურა საბერძნეთში ნელ-ნელა აიწევს, მომდევნო დღეების მანძილზე და ორშაბათისთვის, 21 აგვისტოსთვის 40 გრადუსს მიაღწევს კონკრეტულ ტერიტორიებზე.

ღამის მანძილზე მოსალოდნელია, რომ დაფიქსირდეს 27-დან 29 გრადუსამდე, ხოლო მომდევნო კვირის, 27 აგვისტოს ჩათვლით, ტემპერატურა მუდმივად იქნება მინიმუმ 35-37 გრადუსი.

იხილეთ საკის არნაუტოღლუს პროგნოზი გრაფიკულად:

onalem

ტესტ