fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კატასტროფა – კადრები გემიდან, რომლის ჩაძირვასაც 78 ადამიანი ემსხვერპლა

შოკისმომგვრელია პილოს ტერიტორიაზე ჩაძირული გემიდან გავრცელებული კადრები. ფოტოები გადაღებულია ერთ-ერთი ყველაზე დიდი საზღვაო კატასტროფის მოხდენამდე რამდენიმე საათით ადრე და ჩანს, რომ მიგრანტები, პირდაპირი გაგებით, ერთმანეთზე სხედან. ამ ადამიანთა რიცხვი დაშვებულზე გაცილებით მეტია.

გარდაცვლილთა ცხედრები გადაასვენეს ექსპერტიზაზე, რათა სიკვდილის ზუსტი მიზეზები დადგინდეს. ამას გარდა, დაკავებულია 7 პირი, რომელთაც მიგრანტების გადაყვანის საქმე საკუთარ თავზე ჰქონდა აღებული და ამ ყველაფერში თანხებს იღებდა. ყველა მათგანი ეგვიპტის მოქალაქეა.

“პირველივე წუთებიდან იქ ვიყავი. ვხედავდი შოკირებულ სახეებს, გაყინულ სახეებს, ადამიანებს, რომლებიც სიკვდილს ბეწვზე გადაურჩნენ. მათ სახეებზე იკითხებოდა, რომ ნახეს, როგორ იხრჩობოდნენ მათი ოჯახის წევრები, მათი შვილები. დანაკარგი ძალიან დიდია. წყალში მხოლოდ მამაკაცებს ვხედავდი, 15-დან 50 წლამდე, რადგან ქალები და ბავშვები ჩაკეტილები იყვნენ და როგორც ხვდებით, რაც უფრო მეტი დრო გადის, მათი ცოცხლად პოვნის შანსები მცირდება. სიტუაცია უკიდურესად კრიტიკულია,” ამბობს ერთ-ერთი ბერძენი მაშველი.

როგორც ირკვევა, გადამყვან პირებს მიგრანტებისგან აღებული ჰქონდათ 6.000-დან 8.000 დოლარამდე, იგულისხმება თითო ადამიანზე. ფაქტობრივად, ადამიანებმა უკიდურესად დიდი თანხა გადაიხადეს, რადგან ეგონათ, რომ ევროპის ქვეყანაში უკეთეს მომავალს შეიქმნიდნენ, რეალურად კი, “სიკვდილის ბილეთი” აიღეს.

იხილეთ კადრები:

onalem

ტესტ