fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

კრეტა: 32 წლიანი პატიმრობა საკუთარი შვილის გაუპატიურებისთვის

დამნაშავე დღეს ირაკლიოს სასამართლოში გაასამართლეს. მას ბრალად ედება საკუთარი გოგონას გაუპატიურება, როდესაც ის მხოლოდ 11 წლის იყო.

ბავშვის ცხოვრებაში კოშმარი 2008 წელს დაიწყო. თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, მან საჩივრის შეტანა მხოლოდ 2015 წელს შეძლო, როგორც კი სრულწლოვანი გახდა. 11 წლის გოგონაზე, რომელსაც თავის დაცვა არ შეეძლო, საკუთარი მამა ძალადობდა.

აღნიშნული საქმის სასამართლო პროცესი ირაკლიოში დღეს დილით გაიმართა და მამაკაცი ბრალდებულად სცნეს გაუპატიურებაში, ინცესტსა და სექსუალურ შევიწროვებაში. მას 32 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

თუმცა, მოსალოდნელია რომ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გასაჩვრდება.

onalem

ტესტ