fbpx
საბერძნეთი

“წადით დასასვენებლად საბერძნეთში” – გერმანელი პარლამენტარის მოწოდება თანამემამულეებს

გერმანული ბუნდესტაგის წევრმა და ლიბერალთა პარტიის ლიდერმა, კრისტიან ლინდნერმა გერმანელ თანამემამულეებს ზაფხულის საბერძნეთში გატარებისკენ მოუწოდა. ლინდნერი ამბობს, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც კორონავირუსს ყველაზე ეფექტურად ებრძვის და ყველაზე ნაკლები მსხვერპლით გამოვიდა კრიზისიდან.

“გერმანია ულამაზესი ქვეყანაა და შვებულების აქ გატარებაც კარგი იდეაა, მაგრამ ახლა საჭიროა, რომ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებს მივცეთ შანსი. იქ ბევრი რამ გაკეთდა ჯანმრთელობის სტანდარტების შესანარჩუნებლად. მაგალითად საბერძნეთში, სადაც სასტუმროები ივნისის ბოლოსთვის ამუშავდება და ტურისტული სეზონიც დაიწყება. ეს არის ქვეყანა, სადაც კორონავირუსმა მსუბუქად გაიარა,” განაცხადა პოლიტიკოსმა ჟურნალ Der Spiegel-თან.

 

onalem

ტესტ