fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ათენი: იპოკრატიოს საავადმყოფოში ლიფტი ჩავარდა – დაშავდა ექიმი, რომელსაც ადგილზე ვერ დაეხმარნენ

როგორც მედია იუწყება, ეს დაუჯერებელი, მაგრამ ბერძნული ამბავია. “იპოკრატიოს” საავადმყოფოში ექიმი დაშავდა, მაგრამ ადგილზე ვერ დაეხმარნენ, რადგან ორთოპედიული განყოფილება არ არსებობს. დიახ, სწორად გაიგეთ, ათენის საავადმყოფოში აღნიშნული მომსახურება არ არის.

ლიფტი 0 სართულზე მეოთხე სართულიდან ჩავარდა, როდესაც შიგნით უროლოგიური განყოფილების მთავარი ექიმი იმყოფებოდა. მან მოტეხილობები მიიღო, რის გამოც, შემდეგ “ერითრო სტავროს” საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ტექნიკოსების ჯგუფი ადგილზე უკვე მობილიზდა და მიმდინარეობს გამოძიება და სამუშაოები ლიფტის ჩავარდნის მიზეზის გამოსავლენად.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს ლიფტი ემსახურება პაციენტებსაც.

ინციდენტი გასულ პარასკევს მოხდა.

onalem

ტესტ