fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: პაციენტის თანმხლებმა პირმა ექთანი სასტიკად სცემა და სხვა საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა პატრაში, “აგიოს ანდრეას” სახელობის საავადმყოფოში მოხდა. როგორც ირკვევა, სასტიკად არის ნაცემი ექთანი ქალი, რომელიც მდგომარეობის სერიოზულობიდან გამომდინარე, საჭირო გახდა, რომ რიოს საავადმყოფოში გადაეყვანათ, ჰოსპიტალიზაციისთვის.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ექთანს თავს პაციენტის თანმხლები პირი დაესხა, მიზეზი უცნობია. საავადმყოფოს წარმომადგენლობა აცხადებს, რომ ქალი საკუთარ საქმეს აკეთებდა და პაციენტის ნათესავისთვის მიზეზი არ მიუცია, რომლის გამოც ასე გაუსწორდებოდა ფიზიკურად.

ქალს მრავლობითი დაზიანებები აქვს მიღებული, ვინაიდან მამაკაცმა მუშტები ურტყა და კედელზე რამდენჯერმე მიანარცხა, ამას გარდა, აიღო ცეცხლმაქრი და აპირებდა, რომ ისიც დაერტყა თავში, მაგრამ იქ მყოფმა სხვა ადამიანმა შეაჩერა.

სამედიცინო პერსონალი ადმინისტრაციისგან დაუყოვნებლივ ზომების მიღებასა და დამნაშავის დასასჯელად შესაბამისი პროცედურების განხორციელებას ითხოვს.

onalem

ტესტ