fbpx
ემიგრაციასაბერძნეთი

100.000 იმიგრანტი საბერძნეთში და ვირუსის საფრთხე – მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმა

მიგრაციისა და თავშესაფრის მინისტრი, ნოტის მიტარაკისი იმიგრანტთა ბანაკებში არსებულ საფრთხეებთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ ხალხის დიდი რაოდენობა ავტომატურად ნიშნავს დიდ საფრთხეებსაც.

როგორც მიტარაკისი ამბობს, მთავრობამ თებერვალშივე მიიღო გარკვეული ზომები, რომ კორონავირუსს იმიგრანტების დასახლებებისთვის პრობლემები არ შეექმნა:

“ჩვენ სხვადასხვა ბანაკებში გვყავს 100.000 იმიგრანტი. მათემატიკური ფაქტია, რომ გვექნება ვირუსის შემთხვევები. მთავრობას აქვს 4 საბაზისო ზომისგან შემდგარი გეგმა, რომელიც უკვე მოქმედებაშია:

  1. ახლადჩამოსული იმიგრანტები მოთავსდებიან ძველი ბანაკებისგან განცალკევებით.
  2. სტრუქტურებში, სადაც იმიგრანტები არიან მოთავსებულები, იკრძალება გადაადგილება.
  3. ყველა ბანაკში განთავსდება სამედიცინო და საკარანტინო აღჭურვილობა.
  4. იმიგრანტებსა და ლტოლვილებს მუდმივად აწვდიან ინფორმაციას მიღებულ ზომებთან დაკავშირებით.”

შეგახსენებთ, რომ რიცონას იმიგრანტთა ბანაკი კარანტინშია მოქცეული, რადგან იქ მინიმუმ 20 ინფიცირებული ფიქსირდება. იგივე მდგომარეობა გამოცხადდა მალაკასას ბანაკშიც, სადაც კორონავირუსი 53 ავღანელ იმიგრანტს დაუდგინდა.

 

onalem

ტესტ