fbpx
საბერძნეთი

“მოსავლელ ცენტრში მცხოვრებ მოხუცს სახლი 50.000 ევროდ გაუყიდეს, სადაც უძვირფასესი ნივთები ინახებოდა” – კიდევ ერთი შოკისმომგვრელი ბრალდება ცენტრის ხელმძღვანელის წინააღმდეგ

საზოგადოებაში აღნიშნული ამბის გავრცელებამ ნამდვილი შოკი გამოიწვია. ხანიის მოხუცთა მოსავლელი ცენტრის მფლობელს წარმოუდგენელ ბრალდებას უყენებენ.

საუბარია უძრავ ქონებაზე, რომელიც მოხუც ქალბატონს ცენტრის მფლობელმა გაუყიდა. ოჯახის ადვოკატის თანახმად, მოხუცს, რომელიც დემენციით იყო დაავადებული, ჰქონდა უძრავი ქონება და ამ სახლში ინახებოდა დიდი რაოდენობით ძვირფასი ნივთები, სამკაულები და ა.შ. 2017 წელს მოხუცმა მინდობილობა გაუკეთა მოსავლელი ცენტრის დირექტორს, რომელსაც სრული უფლება მიეცა, რომ გაეყიდა უძრავი ქონება.

ირკვევა, რომ ბინა ქალაქის ცენტრში მდებარეობდა და მისი ღირებულება 17.000 ევრო იყო. მიუხედავად ამისა, ცენტრის მფლობელმა მოახერხა და ეს ბინა გაყიდა 50.000 ევროდ. უცნობია, თუ როგორ გაკეთდა აღნიშნული მინდობილობა, რადგან მოხუცს ჰქონდა ნევროლოგის მიერ დაწერილი ოფიციალური წერილი, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ის დაავადებული იყო დემენციით და რომ ნებისმიერი საქმის წარმართვისთვის, საჭირო იყო სასამართლოს წარმომადგენელი.

მიუხედავად ყველაფრისა, მისი ქონება გაიყიდა და არავის არაფერი მოუკითხავს. ქალი აღნიშნულ ცენტრში 2013-დან 2017 წლის ჩათვლით ცხოვრობდა და მისი ბინის გაყიდვიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა კიდეც.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

 

onalem

ტესტ