fbpx
საბერძნეთი

150 ევრო ვაქცინაციის სანაცვლოდ – რამდენმა ახალაგზრდამ დანიშნა ვიზიტი საბერძნეთში?

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს, რომელთაც გაკეთებული აქვთ ვაქცინის 1-ლი დოზა ან გაიკეთებენ მას 2021 წლის მანძილზე, 150 ევროს ბალანსის მქონე სპეციალური ბარათები გადაეცემათ.

აღნიშნულ ბარათს ტურისტული და გასართობი დანიშნულება ექნება და შესაძლებელი იქნება მათი გამოყენება სამოგზაურო, კინოს, თეატრის ბილეთების შესაძენად, სასტუმროს გარკვეული ხარჯების დასაფარად და ა.შ.

როგორც ბერძნული მედია იუწყება, რამდენიმე საათში ახალგაზრდების მიერ 18.000 ვიზიტი დაინიშნა, ვაქცინის გასაკეთებლად, ხოლო წინა კვირაში ანუ მთელი კვირის მანძილზე მხოლოდ 8.000-9.000 ვიზიტი იყო დანიშნული.

15 ივლისიდან საბერძნეთში ცვლილებები შედის ძალაში და ამის შესახებ ადონის გეორგიადიმ უკვე ისაუბრა.

ცვლილებები ეხება იმ დაწესებულებების ამუშავებას, რომელთაც აქვთ დახურული სივრცეები და ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ გახსნას. გარდა ამისა, მეტი თავისუფლება ექნებათ ვაქცინირებულ პირებს.

აქ საუბარია რესტორნებზე, ბარებზე, თეატრებზე, კინოებზე, სტადიონებზე, საკონცერტო დარბაზებზე და ა.შ.

“მთავრობა, ბიოეთიკის კომიტეტის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ცდილობს, რომ დაიცვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და პარალელურად, ნელ-ნელა შესაძლებელი გახადოს ნორმალური ცხოვრების დაბრუნება.

დახურული სივრცეები ამუშავდება 15 ივლისიდან, თუმცა, ეს დაწესებულებები იყოფა ორ ნაწილად: “სუფთა” და “შერეული”. პირველი კატეგორიის დაწესებულებებში დასაშვებია ხალხსი 85%-ის შეშვება (ანუ იმის 85%-ის, რასაც რეალურად ეს სივრცე იტევს) და ვაქცინირებული პირები თავისუფალნი არიან პირბადის ტარების ვალდებულებისგან. ხოლო მეორე კატეგორიის დაწესებულებებში დასაშვებია ხალხის 50%-ის შეშვება და ისინი ვალდებულნი არიან ატარონ პირბადე და წარმოადგინონ უარყოფითი პასუხი კორონავირუსის ტესტზე.”

ამრიგად, 15 ივლისიდან დახურულ სივრცეებში შესვლისას აუცილებელი იქნება ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა (საუბარია სწრაფ ტესტებზე) და პირბადის ტარება, თუ, რა თქმა უნდა, ვაქცინირებული არ ხართ

onalem

ტესტ