fbpx
საბერძნეთი

ატიკის ორგანიზებულ სანაპიროებზე შესვლა იმდენად ძვირია, რომ უმეტესობა უფასო სანაპიროებს ამჯობინებს

წელს ატიკის რეგიონის არაორგანიზებული სანაპიროები განსაკუთრებით გადავსებულია, ამ ყველაფერს კი, ფასების ზრდა იწვევს. გაძვირებულია თითქმის ყველაფერი, მათ შორის, სანაპიროებზე უბრალოდ შესვლაც, ასევე, შეზლონგის აღებასაც ცალკე საფასური აქვს და თუკი ყავის მირთმევაც გსურთ, ნამდვილად არ დაგიჯდებათ იაფი.

ალიმოს ზოგიერთ სანაპიროზე შეზლონგების წყილი 8 ევროდან 25 ევრომდე ღირს, ამას ემატება შესვლის საფასურიც, რაც ცალკე 8 ევროა. გამოდის, რომ იხდით აბსოლუტურად ყველა ფეხის ნაბიჯზე, ჯერ შესვლის საფასურს, შემდეგ კი, ყველაფერ იმის საფასურს, რასაც მოიხმართ.

ვულას სანაპიროებზე შეზლონგების საფასური მერყეობს 20-დან 50 ევრომდე, შესვლა კი 7 ევრო ღირს. პლაჟის ბარების უმეტესობაში ყავა რომ მიირთვათ, 3,50 ევრო უნდა განსაზღვროთ მინიმუმ, ზოგან კი, ერთი ყავა შეიძლება 7 ევროდაც კი “იპოვოთ”. ამას გარდა, თუკი რაიმეს მირთმევა გსურთ, სენდვიჩის ღირებულება 9-დან 15 ევრომდეა.

სწორედ ამიტომ არის, რომ უამრავი ადამიანი, განსაკუთრებით, ოჯახები, უპირატესობას უკვე უფასო, არაორგანიზებულ სანაპიროებს ანიჭებენ, სადაც მიაქვთ თავიანთი ქოლგები, შეზლონგები და ასე ტკბებიან მზითა და ზღვით, რადგან საკუთარი ფინანსები მრავალწევრიანი ოჯახის ხარჯებს ორგანიზებულ სანაპიროზე უბრალოდ ვერ სწვდება.

onalem

ტესტ