fbpx
საბერძნეთი

კონტროლი საბერძნეთის აეროპორტებში – რამდენ მგზავრს დაუდგინდა კორონავირუსი?!

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთის აეროპორტებში მგზავრების შერჩევითი ტესტირება მიმდინარეობს. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს, რადგან გუშინ ჩატარებული 1.972 ტესტიდან მხოლოდ და მხოლოდ 2 აღმოჩნდა დადებითი.

როგორც ირკვევა, ბოლო 24 საათში საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა, არ ფიქსირდება არცერთი გარდაცვალება.

რეანიმაციულ განყოფილებაში ამ დრომდე 8 პაციენტი რჩება, მათი საშუალო ასაკი 60 წელია, 4 ქალბატონია, ხოლო 4 მამაკაცი.

რეანიმაციული განყოფილების დატოვება საბერძნეთში 118-მა პაციენტმა შეძლო და ისინი სრულიად გამოჯანმრთელდნენ.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების 192 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 61 ქალბატონი იყო, ხოლო დანარჩენი მამაკაცი.

onalem

ტესტ