fbpx
საბერძნეთი

ათენში ZARA-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაღაზია გაიხსნება, რაც კი კომპანიას მთელ მსოფლიოში აქვს

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ZARA-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაღაზია ჰოლანდიაში, კერძოდ, როტერდამში გაიხსნება და ის იქნება იმაზე გაცილებით დიდი, ვიდრე ესპანეთში, მადრიდის Plaza de España-ში მდებარეობს, რომლის საერთო ფართობიც 8.000 კვ მეტრია. მაღაზიის ფართობი, რომელიც როტერდამში გაიხსნება, 9.000 კვადრატული მეტრია.

ევროპის ქალაქებს არ ჩამორჩება არც ათენი, სადაც როგორც ირკვევა,  ZARA-ს მორიგი მაღაზია გაიხსნება 2024 წლის თებერვალში და ის იქნება მსოფლიოში არსებულ ყველაზე დიდ მაღაზიებს შორის ერთ-ერთი.

ახალ მაღაზიაში განთავსებული იქნება ZARA HOME-ც, შესაბამისად, ერთ სივრცეში იქნება შესაძლებელი ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ავეჯისა და სახლისთვის საჭირო სხვა ნივთების შეძენა.

აღნიშნული მაღაზია განთავსდება პირეაზე, ევროპის უდიდესი სამგზავრო პორტის გულში და მისი ფართობი იქნება 6.000 კვადრატული მეტრი.

onalem

ტესტ