fbpx
საბერძნეთი

ქაღალდის ბილეთების დასასრული? ტრანსპორტის გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ ტელეფონის საშუალებით

ტრანსპორტის სამინისტრო ცდილობს, მგზავრებისთვის მომსახურების მიწოდების ფორმები სულ უფრო და უფრო გაამარტივოს, შესაბამისად, ΟΑΣΑ-ს თანამშრომელთა კავშირის დირექტორთა საბჭოს წევრმი, ფოტის ნიკოლაკოპულო აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში მნიშვნელოვნად შეიზღუდება ქაღალდის ბილეთების მოხმარება, რადგან პრიორიტეტი მიენიჭება ელექტრონულ ტრანზაქციებსა და ტელეფონის გამოყენებას მგზავრობისას.

კერძოდ, საუბარია ტექნოლოგიის გამოყენებაზე იმისთვის, რომ საჭირო აღარ იყოს ქაღალდის ბილეთების შეძენა და შესაძლებელი გახდეს, მოსახლეობამ ტელეფონების საშუალებით გახსნას ბარიერები მეტროში ჩასასვლელად. ეს ნიშნავს, რომ აღარ დაგვჭირდება არც ბილეთი და არც ის ბარათები, რომლებსაც ამჟამად ვიყენებთ.

ნიკოლაკოპულო ამ ყველაფერთან ერთად აღნიშნავს, რომ ქაღალდის ბილეთებზე წვდომა აუცილებლად შენარჩუნდება ხანდაზმული ადამიანებისთვის, ვინაიდან უმრავლესობისთვის არ არის მარტივი ტექნოლოგიური სიახლეებისთვის ფეხის აწყობა. თუმცა, პარალელურად დასძენს, რომ ქაღალდის ბილეთების გაცემა მნიშვნელოვნად შეიზღუდება.

onalem

ტესტ