fbpx
საბერძნეთი

მინისტრებს აკრიტიკებენ, თუმცა, კირიაკოს მიცოტაკი თავად კრეტას სანაპიროზე ისვენებს

მაშინ, როცა სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, ნოტის მიტარაკიმ თანამდებობა დატოვა და გიორგოს პატულისთან ერთად, მას ხანძრების მძვინვარების პერიოდში დასვენებისა და გართობისთვის აკრიტიკებდნენ, მედია ავრცელებს კადრებს, თუ როგორ ისვენებს თავად საბერძნეთის პრემიერიც.

როგორც ირკვევა, კირიაკოს მიცოტაკი ხანიაში იმყოფება, ოჯახთან ერთად და მარათის სანაპიროზე განტვირთვით არის დაკავებული.

Protothema წერს, რომ მიცოტაკიმ სანაპიროზე დაახლოებით 1 საათი გაატარა და 10:00 საათის შემდეგ იქაურობა დატოვა.

როგორც ირკვევა, ამავე სანაპიროზე იმყოფებოდა დორა ბაკოიანი, მეუღლესთან, ისიდორო კუველოსთან ერთად.

onalem

ტესტ