fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი ვასილის კარას ემშვიდობება – პაოლა და ანტონის რემო კავალაში ჩავიდნენ მისთვის პატივის მისაგებად

როგორც უკვე ცნობილია, ბერძენი მომღერალი, ვასილის კარასი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. დიდებულ მომღერალს ქვეყანა დღეს ემშვიდობება და მას საბოლოო გზაზე აცილებს ოჯახი, მეგობრები და კოლეგები.

როგორც მედია იუწყება, კავალაში, კოკინოხორიში არიან ჩასულები ცნობილი სახეები, მათ შორის პაოლა და ანტონის რემო. პაოლასთან ერთად იმყოფება მისი ყოფილი მეუღლე, ანტონის რემოს კი, გარდა პროფესიისა, კარასთან წლების მეგობრობა აკავშირებდა.

ვასილის კარას მშობლიურ მხარეში კრძალავენ, ის გრძელვადიანი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

ყველაზე გულისამაჩუყებელი კი ის არის, რომ კოკინოხორის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელს კარასმა გარდაცვალებამდე დაურეკა და უთხრა, რომ მისთვის საფლავი მოემზადებინათ, ასევე, დასძინა, რომ ყველა ძალიან უყვარდა.

onalem

ტესტ