fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პოლიცია ეკლესიებთან – მუშაობის საგანგებო რეჟიმი აღდგომის კვირას

აღდგომის კვირა დღე ხასიათდება როგორც ყველაზე სახიფათო, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით. აქ იგულისხმება ხალხის გადაადგილება სოფლების, ეკლესიების მიმართულებით ან თუნდაც, მეგობრებისა და ნათესავების სახლებში. როგორც ნიკოს ხარდალიასმა განაცხადა, 19 აპრილს, კატეგორიულად იკრძალება ნებისმიერი სახის სტუმრობაც კი, სხვა ადამიანების სახლში.

იმისთვის, რომ საზოგადოებამ მაქსიმალურად დაიცვას კანონი, საბერძნეთის პოლიცია კვირას საგანგებო რეჟიმში იმუშავებს. ახალი გეგმის მიხედვით, საგზაო მოძრაობას გააკონტროლებენ დრონები და ვერტმფრენები.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიცია განლაგდება ყველა ეკლესიის წინ, პატრულირება მოხდება დიდი სიხშირით მთელი დღის მანძილზე. დაუშვებელია ხალხის შეკრება ეკლესიების, პარკების, ავტობუსების სადგურების ტერიტორიებზე.

გაკონტროლდება ზაპიოს, ფილოპაპუს ტერიტორია და ყველა ის ადგილი, სადაც, ჩვეულებრივ, ხალხი თავს იყრის.

წელს საბერძნეთში აღდგომა განსხვავებულია და ყველა ადამიანმა უნდა გამოიჩინოს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა.

19 აპრილს ქუჩაში უმიზეზო გადაადგილებისთვის თითოეული ადამიანი 150 ევროთი დაჯარიმდება.

onalem

ტესტ