fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: “სასჯელი” მათ, ვინც ვაქცინაციისთვის დანიშნულ ვიზიტს გააუქმებს

საბერძნეთის მთავრობის სპიკერის, სტელიოს პეცას განცხადებით, ქვეყანაში შესაძლოა ერთგვარი “სასჯელი” დაწესდეს მათთვის, ვინც ვაქცინაციისთვის ვიზიტს დანიშნავს და შემდეგ გააუქმებს.

პეცამ ტელეკომპანია ΑΝΤ-ზე, გიორგოს პაპადაკის გადაცემაში განმარტა, რომ კონკრეტულად არ არის გადაწყვეტილი, თუ რა სახის იქნება ეს სასჯელი, მაგრამ მთავრობა ამ საკითხს განიხილავს და უახლოეს მომავალში გავრცელდება დეტალური ინფორმაცია.

“ყველა ვაქცინა უსაფრთხოა და არ არსებობს რაიმე მეცნიერული ეჭვი. გამოიკვეთა რამდენიმე უბანი, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი არადამაკმაყოფილებელია. ზოგიერთ კუნძულზე არ არის ის მაჩვენებელი, რომელიც სასურველია უსაფრთხო ტურიზმისთვის.

მომდევნო პერიოდში გააქტიურდება მუშაობა იმაზეც, რომ მოსახლეობა დავარწმუნოთ, გაიკეთონ ვაქცინა.”

შეგახსენებთ, რომ ვაქცინაცია საბერძნეთში არ არის სავალდებულო.

 

onalem

ტესტ