fbpx
საზოგადოება

“წონაში მომატებული და დაბერებულია” – ელენა პაპარიზუ ევროვიზიაზე გამოსვლის შემდეგ კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა

მას შემდეგ, რაც ელენა პაპარიზუ ევროვიზია 2021-ზე საპატიო სტუმრად წარსდგა, მომღერალი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. წერდნენ, რომ ის დაბერებული და ძალიან მომატებულია წონაში, რომ 2005 წელს მის ჰაერში ასაწევად ერთი ადამიანი კმაროდა, ახლა კი ორმა ადამიანმა ორივე ხელი დაიხმარა და ა.შ.

ცეცხლოვანმა მომღერალმა კიდევ ერთხელ დაიპყრო სცენა, თუმცა, საზოგადოების ნაწილი როგორც ჩანს, ღირსებებს სხვა საზომებით ზომავს. რულა კორომილა აღნიშნულ კომენტარებს გამოეხმაურა:

“მოდით, ვუთხრათ ყოჩაღ მათ, ვინც რამეს მიაღწია. არავინ არის უნაკლო და კაშკაშა. ყველაფერს ძალიან აზვიადებთ. ადამიანის პიროვნულობა, ნიჭი და ღირსება არ განისაზღვრება კილოგრამებით, წონით, ასაკითა და აღნაგობით. ზოგი დიდია, ზოგი საშუალო, ყოველთვის ბავშვებად არ ვრჩებით. თქვენს ნაცვლად მრცხვენია, რომ ასეთ კომენტარებს წერთ, განსაკუთრებით ქალები სხვა ქალზე. მოდით გამოვიყენოთ სარკეები, რომლებიც სახლებში გვაქვს,” წერს კორომილა.

ელენას გამოსვლა 5:20 წუთიდან:

onalem

ტესტ