fbpx
საზოგადოება

42 წლის მამაკაცი კომაში AstraZeneca-თი აცრიდან 10 დღის შემდეგ – ბერძნების ოჯახი ვაქცინაციის წინააღმდეგ

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 42 წლის მამაკაცი კომატოზურ მდგომარეობაშია, მისი ოჯახი კი ვაქცინაციის სასტიკი წინააღმდეგია, რადგან კომაში AstraZeneca-თი აცრიდან 10 დღეში ჩავარდა. ირკვევა, რომ მას გაფანტული სკლეროზი აქვს.

“ის კლინიკურად მკვდარი არ არის, მაგრამ ჩვენი ადამიანი ფაქტობრივად დაკარგული გვყავს, რეანიმაციაში წევს და კომატოზურ მდგომარეობაშია. თავიდან ვიფიქრეთ, რომ ეს ყველაფერი მისმა დაავადებამ გამოიწვია. ამ დრომდე ექიმები არ ადასტურებენ, რომ კომაში ვაქცინის გამო ჩავარდა, მაგრამ მდგომარეობა ძალიან სერიოზულია.

ჩვენ გამოვედით სიტყვით და ვისაუბრეთ ჩვენს თავგადასავალზე, რათა სხვა ადამიანები დავიცვათ. მთელი ოჯახი ვაქცინაციის წინააღმდეგია,” ამბობს 42 წლის მამაკაცის და.

პროფესორი, ათინა ლინუ აღნიშნულ შემთხვევაზე ასეთ კომენტარს აკეთებს:

“ვაქცინის მსგავსი გვერდითი მოვლენები გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანებში უკიდურესად იშვიათია. ძალიან მძიმეა კარგავდე ადამიანს მაშინ, როცა მის დახმარებას ცდილობ,” ამბობს ის.

onalem

ტესტ