fbpx
საზოგადოება

დიდი ტრაგედია საბერძნეთში: სანაპიროზე 11 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს

გავრცელებული ინფორმაციით, 11 წლის გოგონას ცხედარი წყვილმა სანაპიროზე, ციცაბო ფერდობზე იპოვა.

შემთხვევა კრეტაზე, ხანიაში მოხდა. როგორც ცნობილია, ბავშვი სამშაბათს საღამოს გავიდა სახლიდან და მას შემდეგ იძებნებოდა. როცა სახლში არ დაბრუნდა, დედამ პოლიციას შეატყობინა და დაიწყო მისი ძებნის ოპერაცია, რომელშიც ჩართული იყო როგორც პოლიცია, ასევე სახანძრო სამსახური.

სამწუხაროდ, რამდენიმე ხანში საგანგებო სამსახურში შევიდა ზარი წყვილისგან, რომელიც სანაპიროზე სასეირნოდ იყო გასული. მათ სასიამოვნო საღამოთი დატკბობა უნდოდათ, თუმცა, ციცაბო ფერდობთან 11 წლის გოგონას უსულო სხეული იპოვეს.

უცნობია, თუ რა მოხდა ზუსტად, თუმცა, ადგილის დათვალიერების და ცხედრის გაკვეთის შემდეგ, პოლიციამ კრიმინალური დანაშაულის შესაძლებლობა გამორიცხა.

გოგონას სხეული კლდეებს შორის იყო ჩავარდნილი, რაც ოფიცრებს აფიქრებინებთ, რომ შემთხვევით გადავარდა, თუმცა, ექსპერტიზის საბოლოო შედეგები გამოავლენს მისი სიკვდილის ზუსტ მიზეზს.

ამ დროისთვის არსებობს კიდევ ერთი ხელჩასაჭიდი, ოჯახის ნათესავის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ ბავშვსა და დედას შორის მოხდა სერიოზული ჩხუბი.

 

onalem

ტესტ