fbpx
საბერძნეთი

ათენი: რომელ საათზე განახორციელებს ბოლო რეისებს საჯარო ტრანსპორტი 31 დეკემბერს?!

ახალი წლის ღამეს ათენში საჯარო ტრანსპორტი შედარებით ადრე დაასრულებს მუშაობას, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევებში. 31 დეკემბერს ავტობუსები, ტროლეიბუსები და მეტრო 23:00 საათის შემდეგ უკვე აღარ იმუშავებენ, რათა თანამშრომლებმა სახლებში დაბრუნება და ახალ წელთან შეხვედრა შეძლონ.

ამრიგად, ტროლეიბუსები და ავტობუსები 23:00 საათზე შეწყვეტენ მუშაობას, რაც ნიშნავს, რომ იმისა და მიხედვით, თუ რა მანძილი აქვთ გასავლელი, ბოლო გამოსვლა საწყისი გაჩერებიდან ექნებათ 21:00 – 22:00 საათების შუალედში.

რაც შეეხება მეტროს, 1-ლი ხაზი ბოლო რეისებს განახორციელებს:

პირეა-კიფისია 22:20 საათზე.
კიფისია-პირეა 22:20 საათზე.

მეორე ხაზი:

ანთუპოლი-ელინიკო 22:47 საათზე.
ელინიკო-ანთუპოლი 22:44 საათზე.

მესამე ხაზი:

დიმოტიკო თეატრო – დუკისის პლაკენტიას 22:39 საათზე.

დუკისის პლაკენტიას – დიმოტიკო თეატრო 22:42 საათზე.

აეროპორტი – დიმოტიკო თეატრო 22:22 საათზე.

დიმოტიკო თეატრო – აეროპორტი 21:43 საათზე.

სინდაღმიდან ყველა მიმართულებით ბოლო რეისი შესრულდება 23:00 საათზე.

 

 

onalem

ტესტ