fbpx
საბერძნეთი

“საბერძნეთში კოვიდით ინფიცირების შემთხვევები გაორმაგდა, საავადმყოფოებზე დიდი ზეწოლაა” – გიგას მაიორკინის

საბერძნეთის ექსპერტთა საბჭოსა და ზოგადად, სამეცნიერო საზოგადოებაში, დიდი შეშფოთებაა კორონავირუსის გავრცელების მოჭარბების გამო. როგორც გიგას მაიორკინისი ამბობს, შემთხვევები გაორმაგებულია, პარალელურად კი, საავადმყოფოები დიდ ზეწოლას განიცდიან, ჰოსპიტალიზაციის საჭიროების გამო.

ΕΟΔΥ მოსახლეობას მოუწოდებს ვაქცინაციისკენ და ასევე, თავდაცვის ზომების მიღებისკენ, რომელთაგან ერთ-ერთია პირბადის ტარება. განსაკუთრებით მკაცრი რეკომენდაცია გაიცემა მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის.

ამჟამინდელი მონაცემებით, მხოლოდ ბოლო 4 საათში მთელ საბერძნეთში საავადმყოფოებში 250 ადამიანი გადაიყვანეს, ამას გარდა, გრძელი რიგები დგას აფთიაქებთან, სადაც მოსახლეობა თვით-ტესტირებისთვის იცდის.

“ინფიცირების შემთხვევები გაორმაგებულია და აუცილებლად უნდა მივიღოთ თავდაცვის ზომები. საავადმყოფოები ზეწოლის ქვეშ არიან, რაც ნიშნავს, რომ ვითარება რთულდება. ვირუსის გავრცელების მომატება ნოემბრიდან დაიწყო და მოსალოდნელია, რომ იანვრის ბოლომდე ასეთი მდგომარეობა გვექნება. მნიშვნელოვანია პირბადის ტარება,” აცხადებს ეპიდემიოლოგიის პროფესორი, გიგას მაიორკინისი.

onalem

ტესტ