fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ცნობილი მომღერლის, სტელიოს როკოს ძმა, წყალში დაიხრჩო – მამაკაცი კუნძულ ლიმნოსთან იპოვეს

ცნობილ ბერძენ მომღერალს, სტელიოს როკოს, უმძიმესი წუთები უდგას. ბერძნული მედიის ინფორმაციით, მისი ძმა, ნიკოს როკოსი, წყალში დაიხრჩო.

50 წლის მამაკაცი კუნძულ ლიმნოს წყლებში თევზაობდა, ამ საქმიანობით ის პროფესიონალურად იყო დაკავებული. მისი ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც სახლიდან დილით გავიდა და გვიანობამდე არ დაბრუნდა. ძებნითი სამუშაოების შედეგად იპოვეს ნიკოს როკოს ნავი და სათევზაო მოწყობილობები, ის წყალქვეშა თევზაობით იყო გატაცებული.

სამწუხაროდ, 23:00 საათზე ის წყლიდან ამოასვენეს და მისი გარდაცვალება საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დადასტურდა.

სტელიოს როკოსთვის ეს უდიდესი დარტყმაა, მითუმეტეს, რომ 2021 წელს ასევე 50 წლის ასაკში დაკარგა მეორე ძმაც, სრულიად მოულოდნელად, გულის შეტევით.

onalem

ტესტ