fbpx
საბერძნეთი

როგორ მუშაობენ დღეს საბერძნეთში მაღაზიები და სუპერმარკეტები – იხილეთ გრაფიკები!

დღეს 31 დეკემბერია, 2023 წლის ბოლო დღე, რომლისთვისაც შობის მსგავსად ყველა განსაკუთრებით ემზადება – ბოლო შანსი გვაქვს რომ სანამ ღამის 12 საათი გახდება, საყვარელ ადამიანებსა და ოჯახის წევრებს საჩუქრები შევუძინოთ.

სწორედ აქედან გამომდინარე, საბერძნეთში დღეს მაღაზიებიც ღიაა და სუპერმარკეტებიც.

წარმოგიდგენთ გრაფიკს:

მაღაზიები მუშაობენ 18:00 საათამდე, ზოგიერთი კი, 20:00 საათამდე.
ორშაბათსა და სამშაბათს დაკეტილები იქნებიან.

რაც შეეხებათ სუპერმარკეტებს, ისინი 31 დეკემბერს ღია იქნებიან 20:00 საათამდე.

1-ელ იანვარს, ახალი წლის პირველ დღეს, რა თქმა უნდა, ყველაფერი დაკეტილია, ვინაიდან უქმე დღეა.

თუმცა, რაც შეეხება 2 იანვარს, არ არის ოფიციალურად უქმე დღე, თუმცა, ვინაიდან კომერციული მაღაზიები განუწყვეტლივ მუშაობდნენ სადღესასწაულო პერიოდში, ისინი 2 იანვარს დაკეტილი იქნება.

ამას გარდა, სუპერმარკეტების ნაწილი ასევე დაკეტილი იქნება 2 იანვარს, მაგალითად ΣΚΛΑΒΕΝΙΤΗ-ს ქსელი არ იმუშავებს, ხოლო რაც შეეხება ΑΒ ΒΑΣΙΛΟΠΟΥΛΟΣ, ფილიალები 2 იანვარს იმუშავებენ 08:00-დან 21:00 საათამდე.

საჯარო უწყებები, ასევე, ბანკები, ფოსტა (ΕΛΤΑ), იმუშავებენ ჩვეულებრივ რეჟიმში.

onalem

ტესტ