fbpx
კატეგორიის გარეშე

საბერძნეთი: რომელია დენის ყველაზე იაფი ტარიფი შემოთავაზებული ფერებიდან?!

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში ელ. ენერგიის მომწოდებელი კომპანიები მოგვიწოდებენ, რომ ავირჩიოთ სასურველი ტარიფი, რომელთაც ერთმანეთისგან, როგორც ჩანს, ფერით განასხვავებენ.

მოდით, გავიხსენოთ, თუ რომელი ფერი რას მოიცავს და განვმარტოთ, თუ რომელია ყველაზე იაფი და ხელსაყრელი, ასარჩევად.

ლურჯი ტარიფი: აქვს ფიქსირებული გადასახადი ხელშეკრულების არსებობის ხანგრძლივობის მანძილზე და მასზე გავლენას არ ახდენს ელექტროენერგიის ბაზარზე ბაზრის რყევები, შეიძლება ითქვას, რომ ის არის ყველაზე ძვირი ტარიფი.

ყვითელი ტარიფი: აქვს ცვალებადი გადასახადი კილოვატ საათზე, თვიური გადასახადი დამოკიდებულია ელექტროენერგიის ბაზრის ბაზრის რყევებზე, გადასახადის რაოდენობა მომხმარებლისთვის ცნობილი გახდება ხოლმე ყოველი თვის ბოლოს.

ნარინჯისფერი ტარიფი: ცვალებადი გადასახადი კილოვატ საათზე 24 საათის მანძილზე, მასზე გავლენას ახდენს ელექტროენერგიის ბაზრის რყევები, საათობრივი ანგარიშსწორება მხოლოდ ჭკვიანი მრიცხველის დამონტაჟებით იქნება შესაძლებელი.

მწვანე ტარიფი: კვტ/სთ-ზე გადასახადი ეფუძნება ფიქსირებულ და ცვლად ფასებს, მასზე გავლენას ახდენს ელექტროენერგიის ბაზრის ბაზრის რყევები.

როგორც ირკვევა, ყველაზე იაფი ტარიფი არის “მწვანე” ტარიფი, ვინაიდან გვთავაზობს კილოვატ საათზე მაქსიმუმ 14 ცენტს. ვინც დარწმუნებული არ არის, რა არჩევანი გააკეთოს ან უბრალოდ, არ გააკეთებს არჩევანს, შევა სწორედ ამ ტარიფის კატეგორიაში.

onalem

ტესტ