fbpx
საბერძნეთი

საავიაციო ინდუსტრია პირველ ბერძნულ თვითმფრინავ-დრონს ქმნის!

საავიაციო ინდუსტრია პირველ ბერძნულ უპილოტო საფრენ აპარატს ქმნის, რომელიც ქვეყნისთვის ნამდვილი ინოვაცია იქნება. პროექტს ფინანსთა სამინისტრო აფინანსებს და როგორც მინისტრი, ხრისტოს სტაიკურა აცხადებს, უკვე დასრულებულია მეორე ეტაპი, რაც გულისხმობს პროექტირებას.

პირველი მრავალფუნქციური თვითმფრინავ-დრონის წარმოება საბერძნეთის საავიაციო ინდუსტრიასა და სამ წამყვან უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის საფუძველზე ხდება.

ხელისუფლების შეფასებით, სამუშაოები მიმდინარეობს გეგმის მიხედვით და არსებული ვარაუდით პროექტის მესამე ეტაპი მაისის ბოლოსთვის დასრულდება. კლასიკურ დრონებს ფრენა 20-დან 30 წუთამდე შეუძლიათ, ხოლო აღნიშნულ ინოვაციურ უპილოტო ხომალდს 2 საათი შეეძლება ჰაერში გადაადგილება.

როგორც ირკვევა, ამას გარდა კიდევ იგეგმება ერთი სპეციალური ხომალდის გამოშვება, რომელიც იმუშავებს განსაკუთრებულ ვითარებაში: ხანძარი, წყალდიდობა, სხვა სტიქიური უბედურებები. მსგავს დრონს შეეძლება იფრინოს დაახლოებით 10 საათის მანძილზე და მიაწოდოს უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია ხელისუფლებას, კრიტიკული სიტუაციების მართვისთვის, ვინაიდან ეს გადამწვეტი შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.

 

onalem

ტესტ