fbpx
საზოგადოება

“აბაზანაში ვიპოვე გარდაცვლილი, გალურჯებული იყო, გვინდოდა სამი შვილი გვყოლოდა” – 30 წლის მარიას მეუღლის სულისშემძვრელი სიტყვები

30 წლის მარიას გარდაცვალებამ მთელი საბერძნეთი შეძრა. ის ორსულობის მე-6 თვეში იყო და როგორც ირკვევა, მედიკამენტებს ღებულობდა. სამწუხაროდ, მარია უეცრად, ფილტვის ემბოლიით დაიღუპა და აბაზანაში საკუთარმა მეუღლემ, ვასილიმ იპოვა.

ვასილი წითელ პარასკევს სამსახურიდან სახლში დაბრუნდა და გაიგო მაღვიძარის ხმა, რომელსაც იმის გამო აყენებდნენ, რომ მარიასთვის წამლის მიღება შეეხსენებინა. მან ცოლს დაუძახა და პასუხი რომ არ გასცა, ოთახებში ძებნა დაუწყო, საბოლოოდ, აბაზანაში სრულიად გალურჯებული იპოვა. სამწუხაროდ, უკვე გარდაცვლილი იყო ისიც და მათი ჯერ არ დაბადებული ბავშვიც.

“აბაზანაში იატაკზე ვიპოვე. სისხლიანი არ იყო, მაგრამ ყველაფერი გალურჯებული ჰქონდა. ხელში ავიყვანე და ყვირილი დავიწყე, სასწრაფო რომ გამოვიძახეთ 15 წუთში მოვიდა.

ძალიან შეყვარებული წყვილი ვიყავით. გვინდოდა სამი შვილი გვყოლოდა. მსოფლიოში საუკეთესო ადამიანი იყო, ათენი დატოვა და სოფელში წამოვიდა იმისთვის, რომ ერთად გვეცხოვრა. ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, ოცნებები გვქონდა, ვგეგმავდით, რამდენ საფენს შევიძენდით ბავშვისთვის. ნეტავ, არასოდეს არავის დაემართოს მსგავსი რამ.

მარიას მუცელი ორჯერ მოეშალა, ვცდილობდით, რომ დაფეხმძიმებულიყო და ყველაფერს კარგად ჩაევლო, ბოლოს რომ ანალიზები გაიკეთა, ყველაფერი კარგად იყო და ველოდებოდით, როდის მოევლინებოდა ამ ქვეყანას ჩვენი შვილი,” ამბობს მამაკაცი.

ვასილის ყელზე საკუთარი ცოლის ქორწინების ბეჭედი და ჯვარი ერთად უკეთია.

 

onalem

ტესტ