fbpx
საბერძნეთისაზოგადოებასაქართველო

“ბერძენი ვარ, მაგრამ საქართველოში დავიბადე და ჩემი ადგილი აქ არის” – 10.000-მდე ბერძენი საქართველოში

25 მარტს, დამოუკიდებლობის დღე ბერძნებმა არა მხოლოდ საბერძნეთში, არამედ, როგორც აღმოჩნდა, საქართველოშიც აღნიშნეს. ბოლო მონაცემებით საქართველოში 10.000-მდე ბერძენი ცხოვრობს, აქედან 3.700 თბილისშია დასახლებული, 4.000-მდე წალკაში, ხოლო 2.200 ბათუმში.

მას შემდეგ, რაც ქვეყანა ოსმალებისგან გათავისუფლდა, საბერძნეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა და საკუთარ მოქალაქეებს უკან დაბრუნების საშუალება მისცა, თუმცა, ისინი, ვინც საქართველოზე უზომოდ იყო შეყვარებული, იქ დარჩენა ამჯობინა.

როგორ მოხვდნენ ბერძნები საქართველოში?!

1923 წელს თურქების მხრიდან განხორციელებულ გენოციდს 353.000 ბერძენი შეეწირა, ხოლო ვინც მათგან თავის დაღწევა შეძლო, დაახლოებით 700.000 ადამიანი, საბჭოთა კავშირის ქვეყნებში დასახლდა, მათ შორის საქართველოშიც.

“მე ორი სამშობლო მაქვს და ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ. კი, ბერძენი ვარ, ძალიან მიყვარს საბერძნეთი მაგრამ იღბლიანი ვარ, რომ საქართველოში დავიბადე და ვგრძნობ, რომ ჩემი ადგილი აქ არის. ჩემი წინაპრებიც ასე ფიქრობდნენ. დიდი ბაბუა, სამწუხაროდ, გენოციდს ემსხვერპლა,” ამბობს ლანა პორფირიადი, საქართველოში ბერძენ ახალგაზრდათა ორგანიზაციის წევრი.

ლანას ოჯახი იმ ოჯახთა შორის იყო, რომლებმაც საქართველოში დარჩენა ამჯობინეს, მაგრამ ამავე დროს არ კარგავენ საბერძნეთთან კავშირს და თვლიან, რომ მათ ორი სამშობლო აქვთ… ამ გრძნობას კი ბერძნულ-ქართული ურთიერთობა აძლიერებს, რომელიც უკვე ათასწლეულებს ითვლის.

onalem

ტესტ