fbpx
საზოგადოება

44 წლის ქალი ვაქცინაციიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა – მიმდინარეობს გამოძიება

ექსპერტები დიდი ყურადღებით სწავლობენ 44 წლის ქალის გარდაცვალების საქმეს, რომელმაც ორშაბათს ნაშუადღევს AstraZeneca-ს ვაქცინა გაიკეთა და რამდენიმე საათში, ორშაბათს გამთენიისას გარდაიცვალა. ჯანდაცვის ორგანოების ინფორმაციით, ქალბატონს ჰქონდა გულთან დაკავშირებული პრობლემები.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ 44 წლის ქალი ორი შვილის დედა იყო. მას მაღალი ტემპერატურა განუვითარდა მას შემდეგ, რაც აცრა გაიკეთა, თუმცა, არანაირი ალერგიული გამოვლინება არ ჰქონია.

სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გარდაცვალება გულის შეტევის შედეგად მოხდა. მის ჯანმრთელობის ისტორიაში არსებობს ინფარქტისა და თრომბოზის განვითარების ფაქტები.

ამ დროისთვის არსებული ცნობებით, ვაქცინას არ გამოუწვევია არანაირი ალერგია, თუმცა, საჭიროა ჰისტოლოგიური კვლევების ჩატარება, ნიმუშების მიკროსკოპული ანალიზისთვის, შედეგების გამოვლენას კი 3 თვე მაინც დასჭირდება.

44 წლის ქალბატონის ოჯახმა აიყვანა ადვოკატი და ტაქნიკური მრჩეველი, პარალელური სასამართლო ექსპერტიზისთვის.

onalem

ტესტ