fbpx
საზოგადოება

“ბერძნებს ქართველი ბიჭუნას შვილად აყვანა უნდათ” – კალამატას მერი, თანასის ვასილოპულო

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 24 წლის ქართველი გოგონას ვაჟის შვილად აყვანის სურვილს უამრავი ბერძნული ოჯახი გამოთქვამს.

ახალგაზრდა მესინიას პოლიციის განყოფილებაში იმყოფება და პროკურორის წინაშე დღეს უნდა წარმდგარიყო. როგორც ოფიცრებს დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ უთხრა, შვილი ნაგავში სასოწარკვეთილების გამო გადააგდო, რადგან მის გასაზრდელად თანხა არ ჰქონდა.

მისი ადვოკატი, კონსტანტინოს კრობა ამბობს, რომ ქართველ გოგონას შვილის დაბრუნება უნდა.

“საკუთარ საქციელს ძალიან ნანობს. მუდმივად ტირის და შვილის უკან დაბრუნება უნდა. დარწმუნებული ვარ, რომ ის დეპრესიისგან იტანჯება და სწორედ ამან მიიყვანა აქამდე. მუდმივად კითხულობს, თუ როგორ არის პატარა ბიჭი და საავადმყოფოში უნდა წასვლა, რომ ის ნახოს.” 

კალამატას მერი, თანასის ვასილოპულო ამბობს, რომ უამრავი ოჯახი გამოთქვამს სურვილს, რომ არა მხოლოდ იზრუნონ, არამედ ბავშვი შვილად აიყვანონ.

კალამატას საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ უკვე მოაგვარა პროცედურები, რომელთა საფუძველზეც ბავშვს მასპინძელ სტრუქტურაში მომდევნო კვირას გადაიყვანენ.

 

 

onalem

ტესტ