fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

24 წლის ქართველი გოგო ათენში რამდენიმე საათით ჩამოვიდა, ვიდრე ბავშვს ნაგავში ჩააგდებდა

ბერძნული მედია 24 წლის ქართველი გოგონას შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა, ის რამდენიმე საათით, ბავშვთან ერთად, ათენში ჩამოვიდა, შემდეგ კი უკან, კალამატაში დაბრუნდა.

სამშაბათს შუადღეს ის კალამატას ΚΤΕΛ-ში ტაქსის საშუალებით მივიდა, ავტობუსში ჩაჯდა და ათენისკენ გამოემგზავრა. მედიასთან მძღოლი საუბრობს, რომელიც იმ დროისთვის ავტობუსს მართავდა. ის გოგონასაც ელაპარაკა:

“როცა გოგონა შვილთან ერთად დავინახე, გამიკვირდა, რადგან ბავშვი ძალიან პატარა იყო და ვკითხე, როგორ უნდა ემგზავრა ჩვილს ავტობუსით. ათენისკენ დაახლოებით 16:00 საათისთვის დავიძარით და 7 საათზე ჩამოვედით. გოგონამ მკითხა, თუ რომელზე გადიოდა ბოლო ავტობუსი ათენიდან კალამატაში და ვუთხარი, რომ 9 საათზე უნდა მოსულიყო, თუ უკან აპირებდა გამომგზავრებას. მკითხა, ისევ მე ვიქნებოდი თუ არა მძღოლი. ვუთხარი, რომ მე ვიქნებოდი და ვკითხე, მოდიოდა თუ არა. მიპასუხა, რომ ათენში რაღაცები უნდა დაეტოვებინა და უკან, კალამატაში დაბრუნებულიყო.”

მძღოლი ასევე ამბობს, რომ ის შვილს უვლიდა, თბილად ჰყავდა შეხვეული და ძალიან მოსიყვარულე დედის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

ქართველი გოგონა არ საუბრობს კონკრეტულ დეტალებზე, თუ რა მოხდა მისი ათენში ყოფნის დროს და საერთოდ რატომ გადაწყვიტა დედაქალაქში ჩამოსვლა.

“ჩვენ გვინდა ჩვენი შვილიშვილი გავზარდოთ. მე და ჩემი მეუღლე ჩვენს შვილს მხარში დავუდგებით. მომდევნო დღეებში ათენში ჩამოვალთ და ბავშვს მოვუვლით. მას არ მივატოვებთ, ჩვენთან გაიზრდება,” ამბობს გოგონას დედა საქართველოდან.

onalem

ტესტ