fbpx
საბერძნეთი

კიდევ ერთი ახალი ფენომენი მოდის – კვლავ წვიმა და ქარიშხალი საბერძნეთში

ტელეკომპანია ΕΡΤ-ის მეტეოროლოგმა, საკის არნაუტოღლუმ ახალი ფენომენის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მისი პროგნოზით, ატმოსფერული არასტაბილურობა ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაშია, რაც ნიშნავს, რომ კვირის ბოლოსთვის წვიმასა და ქარიშხალს გვერდს ვერ ავუვლით.

კერძოდ, როგორც არნაუტოღლუ წერს, ქვეყანაში ახალი ფენომენი გააქტიურდება, რომელიც არ იქნება ისეთი დამანგრეველი ძალის, მაგრამ წვიმასა და ქარს გამოიწვევს და კვირის ბოლოს ისევ ნალექი გვექნება.

დღევანდელი მონაცემები ცხადყოფს, რომ შაბათ-კვირისთვის, 23-24 ოქტომბერს, ისევ წვიმას უნდა ველოდოთ.

აღსანიშნავია, რომ ათენში ხვალაც, 18 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში, წვიმაა ნავარაუდევი.

onalem

ტესტ