fbpx
საბერძნეთი

“დაამთავრეთ ეს სისულელეები და აიცერით! ვკარგავთ 20 წლის ადამიანებს” – მინა გაგას და დიმიტრის პაპასტერგიუს ემოციური მიმართვები

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, მინა გაგა და ტრიკალას მერი, დიმიტრის პაპასტერგიუ, სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებენ. ისინი ხალხს მოუწოდებენ, რომ აიცრან და დაივიწყონ ყველა სისულელე, რომელიც ვაქცინაციასთან დაკავშირებით ვრცელდება.

ორივე პოლიტიკოსი ეხება ახალგაზრდათა გარდაცვალების თემას, საუბარია 28 წლის ბიჭზე, რომელიც კომოტინში დაიღუპა და ასევე 29 წლის ბიჭზე, რომელიც ტრიკალაში გუშინ დაკრძალეს. ორივე მათგანი კორონავირუსმა იმსხვერპლა.

მინა გაგა მოსახლეობას, ფაქტობრივად, ეხვეწება, რომ ნუ დაიხევენ უკან და აიცრან, ხოლო ტრიკალას მერი უფრო მეტად სიბრაზით არის დამუხტული და წერს, რომ ხალხი სისულელეებს უნდა მოვეშვათ და ვაქცინა გავიკეთოთ, რომ მსგავსი ტრაგედიები თავიდან ავირიდოთ.

onalem

ტესტ