fbpx
საბერძნეთი

SMS-კოდები 6 და 4 შესაძლოა შეიცვალოს – რას განიხილავს საბერძნეთის მთავრობა?

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში შესაძლოა კოდების გამოყენება რადიკალურად შეიცვალოს. საუბარია გადაადგილებისთვის საჭირო კოდებზე, 4 და 6, რომელთა ბოროტად გამოყენებაც ყველაზე ხშირად  ხდება მოქალაქეთა მიერ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მთავრობა განიხილავს ცვლილებების შეტანის საკითხს, რომ კოდი 6 გამოყენებულ იქნას მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოქალაქეები ფეხით გადაადგილდებიან. ვინაიდან აღნიშნული კოდი ნიშნავს ფიზიკურ ვარჯიშს, არ შეიძლება აგზავნიდნენ მას და შემდეგ მანქანებით მიდიოდნენ სასურველ ადგილებში.

ასევე, კოდი 4, რომელიც გულისხმობს სხვა ადამიანის დასახმარებლად წასვლას, ხშირად იგზავნება არამიზნობრივად და ფაქტობრივად, შეუძლებელია შემოწმება, ნამდვილად ამ მიზნით გადაადგილდება თუ არა ადამიანი. ამიტომ, შესაძლოა კონტროლი ამ მხრივ განსაკუთრებით გააქტიურდეს და დაწესდეს ე.წ. ჯვარედინი შემოწმება.

გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც ოფიციალურად უახლოეს მომავალში მიიღება, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

onalem

ტესტ