fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

“კორონავირუსზე კონტროლს ვკარგავთ, საბერძნეთში ზომები გვჭირდება” – მანოლის დერმიძაკის

“ჩვენ აუცილებლად უნდა ვაკონტროლოთ სიტუაცია, კორონავირუსი კი, როგორც ჩანს, ჩვენი კონტროლის არიდან გადის,” ასეთია ინფექციური დაავადებების გამოჩენილი პროფესორის, მანოლის დერმიძაკისის შეფასება საბერძნეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

“გუშინდელ დღემდე მჯეროდა, რომ ავირიდებდით კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღას შემოდგომაზე, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ კარგი სცენარის საზღვრებიდან გადავედით და მივდივართ ცუდისკენ. აუცილებელია, რომ მოკლე პერიოდში გამოვიჩინოთ უდიდესი ძალისხმევა, რათა ინფიცირების შემთხვევებმა იკლოს. 

ცუდი სცენარის მიხედვით, გვექნება იმაზე უარესი სიტუაცია, ვიდრე სხვა ქვეყნებში იყო, ერთ დღეში 1.000-მდე ინფიცირებული. ამ ეტაპზე არ ვართ, მაგრამ ვართ დასაწყისში. ხაზს ვუსვამ, ვართ ცუდი სცენარის საწყის ეტაპზე.

გუშინდელი რიცხვებით შეძრწუნებული ვარ. ჯერ იყო 70, შემდეგ 150 შემთხვევა და მომდევნო დღეებში შეიძლება 300-იც გახდეს. ეს არის დიდი პრობლემა. რაც უფრო მოიმატებს ინფიცირების შემთხვევები, მით მეტი ადამიანი მოხვდება რეანიმაციულ განყოფილებაში.

საბერძნეთში გვაქვს ზომები, რომლებსაც ხალხი იცავს ნახევრად. ეს ნიშნავს, რომ ატარებენ ნიღაბს ცხვირს ქვემოთ და ნიკაპზე. ვერ ვგებულობ, რაც ფიქრობენ ადამიანები, რომლებიც ატარებენ ნიღაბს და ის არ ფარავს მათ ცხვირს. მე მგონია, რომ ისინი ჯარიმაზე ფიქრობენ და გაგებული არ აქვთ, რისთვის გვჭირდება რეალურად ნიღაბი. ეს ყველაფერი აკუმულირდება და საბოლოოდ დიდ პრობლემებს ქმნის. ჩვენ გვჭირდება კიდევ დამატებითი ზომები,” განაცხადა პროფესორმა.

onalem

ტესტ