fbpx
საბერძნეთი

კონტრასტული ამინდი საბერძნეთში – სამხრეთით ტემპერატურა იმატებს, ჩრდილოეთით -12 გრადუსი დაფიქსირდა

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დღეს საბერძნეთში ტემპერატურა შედარებით იმატებს და ამინდი უმჯობესდება, თუმცა, ჩრდილოეთით მდებარე რეგიონებში კვლავ ყინვა ფიქსირდება. დილის საათებში რამდენიმე რეგიონში -12 გრადუსამდე დაფიქსირდა, საუბარია, ძირითადად, ფლორინას, კოზანის, ტრიკალას ტერიტორიებზე.

დღეს, 12 თებერვალს, ატიკის რეგიონში მოსალოდნელია მზიანი ამინდი, თუმცა, ღრუბლიანობა საღამოდან მოიმატებს, ტემპერატურა იმერყევებს 2-დან 12 გრადუსამდე, ჩრდილოეთ ატიკაში 2-4 გრადუსით ნაკლები იქნება.

რაც შეეხება თესალონიკს, მოსალოდნელია ღრუბლიანობა, რომელიც თანდათან მოიმატებს, იქროლებს ჩრდილოეთის ქარი, რომლის ძალაც 3-5 ბალამდე იქნება, ხოლო ტემპერატურა -4 გრადუსიდან 10 გრადუსამდე იმერყევებს.

უშუალოდ ათენში დღეს ჰაერი 12 გრადუსამდე გათბება, ხოლო ხვალ, 13 თებერვალს, 10 გრადუსამდე.

onalem

ტესტ