fbpx
საბერძნეთი

“საბერძნეთში არსებული შენობები არცერთ შემთხვევაში არ შედარდება სირიასა და თურქეთში არსებულ შენობებს” – გიორგოს სტასინოს

“თურქეთსა და სირიაში დაფიქსირებული ნგრევა წარმოუდგენელი მასშტაბისაა, ადამიანური დანაკარგი შეუფასებელია, ხოლო მატერიალური კატასტროფა ასევე სცდება შეფასების შესაძლებლობებს,” ამბობს საბერძნეთის ტექნიკული პალატის პრეზიდენტი, გიორგოს სტასინოსი და სრულ სოლიდარობას უცხადებს თურქ და სირიელ ხალხს, დამანგრეველი მიწისძვრით გამოწვეული ტრაგედიის გამო.

“შენობების გამძლეობის საკითხი არის გადაწყვეტილებების საკვანძო პუნქტი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს განხილული. ეს ეხება მიწისძვრებს, წყალდიდობებს, ხანძრებს. ადამიანის ხელით შექმნილი გარემო, კონსტრუქციები, აუცილებლად უნდა იყოს უსაფრთხო დიდი კატასტროფების შემთხვევაში. უნდა აღვნიშნო, რომ საბერძნეთში განხორციელებულ მშენებლობებს და უკვე არსებულ შენობებს არანაირი კავშირი არ აქვთ სირიასა და თურქეთში არსებულ შენობებთან, ისინი არცერთ შემთხვევაში არ შეედრება ერთმანეთს. ჩვენთან ეს პროცესი უმაღლეს დონეზე ხორციელდება, შენდება უმაღლესი ხარისხის, უსაფრთხო შენობები, რადგან ბერძენი ინჟინრები და სახელმწიფო თავიდანვე შეთანხმდნენ, რომ ჩვენთვის მთავარი ადამიანების უსაფრთხოებაა.

რა თქმა უნდა, ასეთი მიწისძვრის შემთხვევაში, შეიძლება გვქონდეს ზარალი, მაგრამ თავიდან ავიცილებთ მასობრივ ნგრევას და მსხვერპლს,” ამბობს სტასინოსი.

onalem

ტესტ