fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის სახელმწიფომ იანის ადეტოკუნბოს დედას და ძმას მოქალაქეობა მიანიჭა

მთავრობის გაზეთის დღევანდელ (09/09) გამოცემაში ნათქვამია, რომ იანის ადეტოკუნბოს დედას, ვერონიკას და მის უმცროს ძმას, ალექსის ადეტოკუნბოს საბერძნეთის მოქალაქეობა მიენიჭათ. ეს პროცესი ნატურალიზაციის გზით განხორციელდა, პროფესიონალი კალათბურთელის დანარჩენმა ძმებმა და თავად კი, ბერძენი მოქალაქეების სტატუსი გასულ წლებში მიიღეს.

გაზეთში წერია, რომ ამ ოჯახმა უდიდესი როლი ითამაშა საბერძნეთის პოპულარიზაციაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო იანი, კოსტა და თანასი ეწევიან აქტიურ ქველმოქმედებას, რაც მიუთითებს დიდ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე და სოლიდარობის გრძნობაზე, ემიგრანტების ოჯახის მხრიდან. მათ მოიხსენიებენ შრომისმოყვარეობის, მოკრძალების და ზნეობის მაგალითებად.

ბრძანებულებას ხელს აწერენ საბერძნეთის პრეზიდენტი, ეკატერინი საკელაროპულუ და შინაგან საქმეთა მინისტრი, მაკის ვორიდი.

onalem

ტესტ