fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

“საბერძნეთში კორონავირუსის მეორე ტალღა მხოლოდ დროის ამბავია, შეიძლება კარანტინი ისევ გვქონდეს” – ტაკის პანაიოტოპულოს

ჯანდაცვის სამინისტროს კომიტეტის წევრმა და პროფესორმა, ტაკის პანაიოტოპულომ ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან კორონავირუსის მეორე ტალღასთან დაკავშირებით ისაუბრა.

“კორონავირუსის გავრცელების საკითხი შესაძლოა წავიდეს ბრწყინვალედ, თუ დავიცავთ ჰიგიენის მკაცრ წესებს და ამავე დროს, უმნიშვნელოვანეს სოციალურ დისტანციას. სხვა შემთხვევაში მხოლოდ ორი ვარიანტი გვრჩება: კიდევ ერთი სრული კარანტინი და კიდევ ერთი ძლიერი ტალღა.

რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ინფიცირების ცოტა შემთხვევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პანდემია დასრულდა. დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ევროპული ცენტრის დირექტორმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღა მხოლოდ და მხოლოდ დროის ამბავია. ზაფხულში ტემპერატურის მატება ხელს უწყობს ვირუსის გადამდებიანობის კლებას, მაგრამ ის არ ქრება,” განაცხადა პროფესორმა.

ამას გარდა, გუშინ სოტირის ციოდრასმაც აღნიშნა, რომ მიუხედავად მდგომარეობის გაუმჯობესებისა, მსოფლიო კორონავირუსის მეორე ტალღისთვის ემზადება და ეს ყველასთვის არის ცნობილი. ჩვენ ჯერ კიდევ დიდი დრო გვაქვს იქამდე, ვიდრე ამ ვირუსის წინააღმდეგ კონკრეტული მძლავრი იარაღი გვექნება. ამ ეტაპისთვის კი, ჰიგიენისა და სოციალური დისტანციის დაცვა ხალხის ხელთ არსებული ერთადერთი იარაღია, რომ ვირუსმა არ გაიმარჯვოს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საბერძნეთში ინფიცირების მხოლოდ და მხოლოდ 3 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა.

 

onalem

ტესტ